საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჰუმანიტარულ მეცნებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნები

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის   საბჭოს განცხადება  დეკანის არჩევნების გამოცხადების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის საბჭოს (26.04.2024)

გადაწყვეტილება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანის არჩევნების გამოცხადების შესახებ

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 21–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტების და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 5 მარტის  №22/2014 დადგენილების საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის საბჭო აცხადებს:

1. გამოცხადდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის (შემდგომში - ფაკულტეტის)  დეკანის არჩევნები;

2. ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ჩატარდეს 2024 წლის 14 ივნისს,  14.00-17.00 სთ.;

3. დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველ პირთა განცხადებების მიღება მოხდეს 2024 წლის  27 მაისიდან 7 ივნისის  ჩათვლით   (10.00-18.00 სთ.) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის კანცელარიაში. მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ.  N1 , თსუ-ს I კორპუსი, ოთახი N 207.

4. დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
4.1 განცხადება ფაკულტეტის საბჭოს სახელზე. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველი პირის ვინაობა, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, სასურველი თანამდებობის ზუსტი დასახელება;
4.2 განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
    ა) პირადობის მოწმობის ასლი;
    ბ) ავტობიოგრაფია (CV);
    გ) ორი ფოტოსურათი (3X4);
    დ) ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია;
    ე) ცნობა სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების  შესახებ;
    ვ) ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის  შესახებ.

                                                                               
4. 3. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი რეგისტრირებულად ჩაითვლება, თუ იგი წინამდებარე განცხადების მე–3 პუნქტით დადგენილ ვადაში ფაკულტეტის კანცელარიაში სრულყოფილად წარადგენს ამავე განცხადების 4.1 და 4.2 პუნქტებში მითითებულ დოკუმენტაციას.

5. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  საბჭო გადაწყვეტილებით გამოცხადებულ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  დეკანის არჩევნებში თსუ წესდების 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე არ დაწესდეს ასაკობრივი შეზღუდვა.

6. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროცედურები წესრიგდება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014  წლის 5 მარტის №22/2014 დადგენილებით https://www.tsu.ge/ka/legalakad/39483

ამონაწერი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ოქმიდან.

თარიღი: 26/04/2024